ბოლნისმა პავილიონი რუსთავის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე განთავსა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს კუთხეებისა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დამახასიათებელი ეთნოკულტურა. ღონისძიების ფარგლებში, პავილიონთან მისულ სტუმრებს, ფოლკლორული ანსამბლი “სიონი” ტრადიციული ხალხური სიმღერების ფონზე დახვდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასევე წარმოადგინა რეწვის ნიმუშები და ქართული სამზარეულო.
“რუსთავქალაქობა 2018”-ს დღეს ბილნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი დაესწრო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტი ,,რუსთავქალაქობა 2018″-ის ღონისძიებებში ჩაერთო
20/09/2018