ბოლნისის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაგა-ბაღში დღეს დილიდან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა. ბაღში მისულ პატარებს კომფორტული და ულამაზესი გარემო გარემო დახვდათ. სწავლის დაწყება აღსაზრდელებს, აღმზრდელებსა და მშობლემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მიულოცა. დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისის N 5 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა და პატარებსა და აღმრდელებს გაესაუბრა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კორდინაციის დაწესებულების” ხელმძღვანელთან ლელა გოგმაჩაძესთან ერთად სოფელ რატევნის საბავშვო ბაღებსაც ესტუმრა და პატარებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. სკოლამდელი განათლების მომსახურებას წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1300 აღსაზრდელი მიიღებს.
“დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღში განახლდა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.თითოეულ აღსაზრდელს,აღმზრდელსა და მშობელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით ბოლნისში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს N 2 საბავშვო ბაღის კაპიტალური რემონტი, სწორედ ამიტომ, ამ ბაღში, სასწავლო პროცესი რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ დაიწყება, თუმცა აღსაზრდელები ამ მოკლე დროის განმავლობაში სხვადასხვა ბაღში გადანაწილდნენ. სკოლამდელი განათლების მომსახურებას წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში 1300 აღსაზრდელი მიიღებს”,- განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.