ბოლნისის მუნიციპალიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ინვესტორთან

05/09/2018

გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ DWV- 2018 წლის აგვისტოს ბიზნეს ბიულეტენში ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოზიცია გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტი ეძებს ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ბიზნესებს/ინვესტორებს, რომლებიც ისტორიული უბნის “კატერინენფელდი“-ს ტერიტორიაზე საკუთარ ბიზნეს საქმიანობებს განახორციელებენ.

ბიზნეს ბიულეტენში შესულია მოკლე ცნობები მუნიციპალიტეტის შესახებ და აღნიშნულია, რომ ორსაუკუნოვან ქალაქ ბოლნისში შემორჩენილია გერმანელების მიერ დაარსებული დასახლება “კატერინენფელდი“, სადაც არის გამორჩეული არქიტექტურით ნაშენი ნაგებობები, რამდენიმე მათგანს კი მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

“მუნიციპალიტეტი მზად არის ხელი შეუწყოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ ინვესტორთან კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში (PPP). ამ მიზნით, ეძებს ტურიზმისა და გართობის ინდუსტრიით დაინტერესებულ ბიზნესებს/ინვესტორებს, რომლებიც „კატერინენფელდის“ ტერიტორიაზე განახორციელებენ საკუთარ ბიზნეს საქმიანობებს“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.

აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ეკონომიკურმა გაერთიანებამ ბიზნესით დაინტერესებულ 4500-მდე პირს დაუგზავნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0