23 მაისის საღამოს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელთან მდებარე შლაგბაუმი ვანდალურად იქნა დაზიანებული. დაზიანებულია სკვერში მდებარე მოსასვენებელი სკამებიც.
მომხდარზე ბოლნისის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება. დანაშაულში მხილებულია რამდენიმე პირი, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
მუნიციპალიტეტის მერია გმობს ყოველგვარ ძალადობრივ ფაქტს, რაც წესრიგის დარღვევისკენ არის მიმართული.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ეზოს შემოსასვლელში მდებარე შლაგბაუმი დააზიანეს
24/05/2018