ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ასოციაციის ყრილობას ესწრება

19/03/2018

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ისრაელის მუნიციპალიტეტების ფინანსისტთა ასოციაციის (MFDA) ყრილობას ესწრებიან, რომელიც ქალაქ იელატში 1 კვირის განმავლობაში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ისრაელის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდება. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციას, რომლის მიწვევით გაემგზავრა დელეგაცია ისრაელში, მჭიდრო ურთიერთობა აქვს სხვადასხვა ქვეყნის ფინანსისტთა ასოციაციებთან. მუდმივად ხორციელდება გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც გამოიხატება ასოციაციის ყრილობებზე ვიზიტებით და საქმიანი ურთიერთობებით. ისრაელში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან. დელეგაციის ვიზიტი 17 მარტს დაიწყო და 24 მარტს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0