ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღს ესტუმრა. დავით შერაზადიშვილი ბაღში არსებული ვითარებით დაინტერესდა და პერსონალს გაესაუბრა. საბავშვო ბაღს ,,ცეროდენა“ პერიოდულად გათბობის სისტემების პრობლემები აქვს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ამ საკითხის მოგვარებაზე ისჯელა, იმისათვის რომ მომავალ ზამთრის სეზონს საბავშვო ბაღი სათანადოდ მომზადებული შეხვდეს, გარკვეული სამუშაოების ჩატარება დაიგეგმა.
დავით შერაზადიშვილმა ბაღის კოლექტივს დაბა კაზრეთში წელს მიმდინარე პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია. 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით დაბა კაზრეთში 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა განხორციელდება. ასევე მოხდება კომპანია ,,არემჯის“ საწარმომდე მისასვლელი ბეტონის გზის მშენებლობა, რომელსაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი დააფინანსებს.
წელსვე დაბა კაზრეთში, პირველ ეტაპზე 25 ლიფტის შახტის აღდგენა მოხდება. დარჩენილი 43 ლიფტის შახტის რეაბილიტაცია კი წლის ბოლოს ან 2018 წელს განხორციელდება.
,, დღეს შეხვხვდი საბავშვო ბაღის კოლექტივს, რომლესაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ვესაუბრე. ჩვენ მუდმივად გვაქვს ინფორმაცია ბაღებში არსებულ ვითარებაზე, თუმცა გამგებელი ხალხის მიერ არჩეულია და პირადი კონტაქტი ყველა თანამშრომელთან არის მეტად მნიშვნელოვანი. მოვისმინე მათი მოსაზრებებიც და წელს მიმდინარე მნიშვნელოვან პროქტებზეც ვისაუბრეთ. ბოლნისში 12 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, მე ყველა ბაღში პირადად მივალ და არსებულ ვითარებას ადგილზე გავეცნობი“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღს ესტუმრა
10/05/2017