დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში დილიდან საზეიმო განწყობა იყო. მოსწავლეებს სწავლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილე ლევან ჟვანიასთან და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ია სვანიძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისის N1 საჯარო სკოლიდან მიულოცა. საზეიმო ღონისძიების შემდეგ, საპატიო სტუმრებმა მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სიტყვით მიმართეს, სწავლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
,,მოგეხსენებათ, რომ ცოდნის ტაძარი პირველ რიგში არის სკოლა, სადაც მომავალი ადამიანის ჩამოყალიბებას ეყრება საფუძველი. ამიტომ რამდენად სწორად განვითარდებიან ჩვენი მოსწავლეები, დიდად არის დამოკიდებული მაღალკვალიფიციურ პედაგოგებზე. ვფიქრობ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში მოღვაწე მასწავლებლები არიან საკმაოდ წარმატებულები და მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბოლნისში საკმაოდ კარგად არის შერწყმული სკოლა, ბავშვი და მასწავლებელი. ამის დასტურია ის, რომ 162 აბიტურიენტიდან 160 სტუდენტი გახდა. მინდა ყველას მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო. სწორედ მათ წარმატებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ვალენტინა ნავერიანმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 32 სკოლაში დილიდან საზეიმო განწყობა იყო
15/09/2016