ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

06/01/2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი დღის განმავლობაში ყველა სეგმენტისთვის გათვლილი საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობდა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია „ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ მიმდინარეობდა. საახალწლო სოფელში კი სანტა კლაუსმა ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა. ღონისძიების პატარა სტუმრებს ასევე სხვდასახხვა ზღაპრის გმირთან შეხვედრისა და ფოტოს გადაღების საშუალებაც ჰქონდათ. საღამოს, ბოლნისელების სადღესასწაულო განწყობაზე ჯგუფმა„ნიუტონმა“ იზრუნა. ბოლნისში სადღესასწაულო ღონისძიებები კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ესწრებოდნენ.

“დღეს ბოლნისი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შობას სადღესასწაულო განწყობით ხვდება. მთელი დღის განმავლობაში ჩვენთან ახალი წლის აღსანიშნავად არაერთი გასართობი ღონისძიება გაიმართა. მინდა, ეს ხალისიანი განწობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს დღეს აქვთ, მთელი წლის განმავლობაში გაყოლოდეთ და ახალ წელს, თითოეული ჩვენგანისთვის, ბედნიერება მოეტანოს. მსურს, პრემიერ-მინისტრს, ამ საახალწლო ღონისძიებებისთვის, დიდი მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0