ბოლნისის ენერგეტიკული განვითარების გეგმით ,,მერების შეთანხმების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცენტრალიზებული მზის ენერგოფერმის მოწყობა მიმდინარეობს.
მდგრადი განვითარების პროექტ რემისიის სუბკონტრაქტორი კომპანია „ახალი ტექნოლოგიების ცენტრ“-ის მიერ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები. პროექტი 15 კვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ენერგო ფერმის მოწყობას, ელ.ენერგიის მიწოდებასა და კოლექტორული მართვის და მონიტორინგის სისტემების ორგანიზებას გულისხმობს.
პროექტი გრანტის ფარგლებში დაფინანსდება, რომლის ღირებულება 50 000 აშშ დოლარია.
პროექტი არის გაფართოების პერსპექტივით, რაც გულისხმობს მზის პანელების დამატებას, რითაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა ადმინისტრაციული შენობებისა და გარეგანათების ქსელის ელექტროენერგიით მომარაგებას
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა დაიწყო
02/09/2016