ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შპს „დეზ-ეფექტის“ თანამშრომლებმა მუნიციპალური საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარეს. ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით დამუშავდა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექცია სისტემატიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივ ტრანსპორტს დეზინფექცია ჩაუტარდა
16/09/2020