ბოლნისის მერმა ჯვართამაღლების დღესასწაული მოსახლეობას სოფელ ქვეშიდან მიულოცა

27/09/2019

მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოლნელმა ეპისკოპოსმა ეფრემმა სოფელ ქვეშში მდებარე ეკლესიაში წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი მის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად დაესწრო და მოსახლეობას ჯვართამაღლება მიულოცა.

„ჯვარი ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოა. უფალმა იესო ქრისტემ საოცარი თავმდაბლობისა და თავგანწირვის ფასად საუკუნო სიცოცხლე გვიბოძა, ამიტომ ჯვარი ყოველი ქრისტიანისთვის თავისუფლებასთან და მარადისობასთან ასოცირდება. მინდა ეს ბრწყინვალე დღესასწაული თოთოეულ ჩვენს მოქალაქეს მივულოცო და ყველას ბედნიერ საქართველოში ცხოვრება ვუსურვო“ , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0