ბოლნისის ისტორიულ უბნებში სავალი გზების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

04/07/2019

ბოლნისის ისტორიულ უბნებში სავალი გზების მოწყობის სამუშაოები წელსაც აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი რუსთაველის ქუჩაზე 265 გრძ.-მეტრზე იგება. მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მოინახულეს.

„ჩვენი მიზანი, რამდენიმე წელში ქალაქში არსებული გზების სრული რეაბილიტაციაა. ბოლნისური ბაზალტით ქვაფენილის დაგება ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარებასაც უწყობს ხელს. მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა კი ვფიქრობ დაგვეხმარება ქალაქი ტურისტებისთვის მიმზიდველი გავხადოთ. რაც მთავარია ეს სამუშაოები წლების განმავლობაში არსებულ გზების პრობლემას აგვარებს, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

სამუშაოების ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი და ტროტუარები მოეწყობა, პროექტი სრულად მიმდინარე წლის აგვისტოს თვის შუა რიცხვებში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0