ბოლნისელი მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გაიმართა

14/04/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დავით წერეთელმა და გიორგი ჩახუნაშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებისა და მედიკოსებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართეს. ტრენინგის ფარგლებში, ექიმებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ყველა იმ პრევენციული ღონისძიების შესახებ, რომლებიც ინფიცირებული პაციენტის გამოვლენისას მედიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. ტრენინგზე ასევე სპეციალისტებმა COVID 19-თან დაკავშირებით ჩატარებული ახალი კვლევების შესახებაც ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0