NDI-ის კვლევასთან დაკავშირებით, რომელსაც აქტუალური განხილვა მოყვა საზოგადოების მხრიდან, მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე prof-news-თან კომენტარს აკეთებს:
,,NDI-ის კვლევებს თუ დავუჯერებთ მაშინ ესეთ სურათს მივიღებთ. კვლევა ჩატარებულია მანამდე სანამ კოალიცია დაიშლებოდა. კოალიციაში შემავალი სუბიექტებიდან რესპუბლიკელებს-3 %, ხოლო ფორუმს, კონსერვატორებს, მრეწველებს 2-2 პროცენტი მაინც ხომ აქვთ ??? ჯამში გამოდის 6 % .თუ შევკრიბავთ გამოვა, რომ კოალიციის 4 პარტიას დაახლოებით 8-9 პროცენტი აქვს. ქართული ოცნების 15 % რომ გამოვაკლოთ დანარჩენი სუბიექტების 9 % გამოდის, რომ ოცნების რეიტინგი 6 %-ია ანუ ხელისუფლება ძლივს ლახავს ბარიერს. ბოდიში პატივცემულ NDI-ს მაგრამ ქართველები დებილები გგონივართ, ერთუჯრედიანები თუ განუვითარებლები ?? ესეთ ტყუილს 5 წლის ბავშვს არ აკადრებენ !!!!! მერე დაიწყებთ რატომ იმატებს პრორუსული განწყობებიო, რატომ და ესეთი სიცრუის ტირაჟირებით თქვენ ახდენთ დასავლური ღირებულებების დევალვაციას და ხელს უწყობთ პრორუსული განწყობების განვითარებას!” – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.