ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება

03/08/2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ბოდბის წმინდა ნინოს დედათა მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები სრულდება. პროექტი ფარგლებში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ორდონიანი ავტოსადგომი, შიდა და გარე წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გათბობა-ვენტილაციის სისტემები, ჩატარდა შიდა და გარე განათების, ვერტიკალური გეგმარების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ბოდბეს წმინდა ნინოს დედათა მონასტერში ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, რაც თავისთავად, იწვევდა ავტოტრანსპორტის რაოდენობის ზრდასაც. მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას და იქმნებოდა საცობი, პროექტის დასრულების შემდეგ, მონასტრის მნახველები კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული ტურისტული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0