ბნავისის სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24/05/2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის სრული რეაბილიტაცია, სახურავისა და კარ-ფანჯრების შეცვლა, ეზოს და სპორტული მოედნის მოწყობა. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ საჯარო სკოლა სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს. პროექტის ჯამური ღირებულება კი 1,6 მილიონ ლარს შეადგენს.
სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა საღარეიშვილი ადგილზე გაეცნო. მისი თქმით, რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და მალე, მოსწავლეებსა და პედაგოგებს განახლებულ და კომფორტულ გარემოში შეეძლებათ სწავლის გაგრძელება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0