ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

09/09/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის რეაბილიტაციის მასშტაბური სამუშაოები აქტიურად გრძელდება.

„პროექტი გარდამავალია. საწყის ეტაპზე გაკეთდება სათავე და რეზერვუარი, შემდეგ კი მოხდება ქსელის მოწყობა. სამუშაოების განხორციელების შემდეგ, დაბა სურამში, ჩუმათელეთისა და იტრიის უბნებსა და მიმდებარე სოფლებში, ხარისხიანი წყალმომარაგების მეტად მტკივნეული პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. “-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი

გურასპაშვილმა, დღეს, 9 სექტემბერს, ბიჯნისის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოების დათვალიერებისას.მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი. მათი განმარტებით, პროექტი გარდამავალია, ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, მიმდინარე წელს კი მოხდება სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციის დასრულება.
პროექტის ჯამური ღირებულება 1248 991 ლარს შეადგენს და ადგილობრივი ბიუჯეტისა და სახელმწიფო სახსრების თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3000-ზე მეტ ბენეფიციარს საყოფაცხოვრებო პირობები მკვეთრად გაუმჯობესდება და წყალმომარაგება 24 საათიანი რეჟიმით ექნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0