ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეებისგან გაწმენდას ცდილობს

14/07/2016

სერგო რატიანის აზრით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეებისგან გაწმენდას ცდილობს. როგორც რატიანმა განაცხადა „ივანიშვილის ფონზე უცნობი სახელები არაფრისმთქმელია“. ივანიშვილს პოლიტიკაში შემოჰყავს ადამიანები, რომლებიც მისთვის არის ცნობილი და არა საზოგადოებისთვის.

„ივანიშვილის სიაში ამჯერად არ არიან სპორტსმენები და მსახიობები, თუმცა ასევე, არ არიან მოქმედი პოლიტიკოსები. ივანიშვილი ცდილობს, არამარტო მის გარეთ, მისი პოლიტიკური ძალის შიგნითაც, პოლიტიკური სახეებისგან გაწმინდოს თავისი პარტია. ეს, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია ზოგადად დემოკრატიული განვითარებისთვის. მას სურს, თამაშში შემოიყვანოს უცნობი სახეები, ჯერჯერობით პოლიტიკური რეპუტაციის არმქონე სახეები, რასაც ის ხშირად, მინისტრების შემთხვევაშიც აკეთებდა“, – განაცხადა რატიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0