ბიძინა ივანიშვილი საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს 1-ლი სექტემბრიდან დაიწყებს. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან ჯერჯერობით არ იცის, რომელ რეგიონში ჩავა პირველად.
„ვფიქრობ, კვირაში ორი შეხვედრა გავაკეთო – ორშაბათს და ხუთშაბათს, რომ მოვასწრო ათივე რეგიონში და ალბათ, თბილისშიც მომიწევს ერთი ან ორი სატელევიზიო გამოსვლა და აქტივთან შეხვედრა“, – განაცხადა ივანიშვილმა.