ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი

24/10/2017

„ბიძინა ივანიშვილი არის ქურდი და მე ამის შესაბამისი მტკიცებულებები გამაჩნია, მისი სურვილია ჩემი პოლიტიკიდან გაქრობა, თუმცა ამას იგი ვერასდროს ეღირსება“ – ასეთი კომენტარი გააკეტა ნინო ბურჯანაძემ საგანგებოდ გამრთულ ბრიფინგზე.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა,მან ზუსტად იცის თუ რატომ წერია შედეგებში მისი პარტიის გრაფაში 2,56 %. ივანიშვილის სურვილია, რომ ბურჯანაძე და მისი პარტია მოიხსენიებოდნენ „და სხვებში“.
ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ თუ გადავხედავთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც უტყუარია და მის ავთენტურობაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან არსებობს დოკუმენტური მტკიცებულებები ყველაფერს ნათელი მოეფინება.
„ ისნის ოლქში, სადაც შემაჯამებელ ოქმში ეწერა 6 ხმა, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩვენმა წარმომადგენელენმა ერთი ამბავი ატეხა ოქმში გაკეთდა ჩასწორება და დაგვემატა 50 ხმა. ანალოგიური მოხდა კასპშიც, სადაც ჩვენმა მაჟორიტარმა აიღო 159 ხმა მოიგო არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ რაც საქმეში ჩაერია სუსი, მოხდა ხმების ხელოვნური გაბათილება. სწორედ ამ უბანზე პარტიულ ოქმში ჩვენს გუნდს უწერია ნული ხმა, ანალოგიურად დაჟინებული და უკომპრომისო საპროტესტო მოთხოვნის შემდეგ ასევე შესწორების ოქმში დაგვემატა 42 ხმა. ასეთი ფაქტები მრავლადაა. რომ ავიღოთ ჩვენი მოპარული ხმების საშუალო არითმეტიკული გამოვა, რომ თბილისში ჩვენ წაგვართვეს 11055, ხოლო რეგიონებში 43605 ხმა. თუ ჩვენს მიერ ცესკოს მონაცემებით მიღებულ ხმებს დავუმატებთ საშუალო არითმეტკულის შედეგად გამოანგარიშებულ მოპარულ ხმებს, მივიღებთ 93506 ხმას, რაც საქართველოს მაშტაბით არის 8-9 % და არა ცესკოს მიერ გაჟღერებული 2,56 %“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ გასათვალისწინებელია ოდირის წინასწარ დასკვნაში ასახული ფაქტები, სადაც წერია, რომ უბნების 2,4 % -ზე ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ხმის მიცემას. დამეთანხმებით, რომ ოფიციალურ დასკვნაში სიტყვა კარუსელს არავინი ჩაწერდა.
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიულეტენების საერთო რაოდენობის 10 % გაბათილებულია, რაც ასევე ძალიან დიდი ციფრია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0