„რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ზოგადად, კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია. თავად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ – იქნება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკისგან დისტანცირება და ეს გადაწყვეტილება მას არ გადაუსინჯავს
27/01/2018