დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ბიჩნიგაურებში გაიხსნა ხილის გადამამუშავებელი და საშრობი საწარმო შპს ,,იბერია ფრუიტსი’’, რომლიც USAID-ის პროექტით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,აწარმოე საქართველოში’’ -პროექტით ამოქმედდა. საწარმოო მიიღებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტს, გადაამუშავებს, გააშრობს და ჩირის სახით გაიტანს ევროპის ბაზარზე.
საწარმოს გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნოების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, დუშეთის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ერეკლე ტრიპოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზურაბაშვილი.
საწარმო დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას.
ბიჩნიგაურებში ხილის გადამამუშავებელი და საშრობი საწარმო გაიხსნა
28/09/2016