ბიუჯეტში ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
“შინაარსით ბიუჯეტში ცვლილება თავისთავად ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ხელისუფლება 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. მთავრობის წევრების განმარტებით, აღნიშნული საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების ამოქმედებას უკავშირდება.
ბიუჯეტში ცვლილება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს
04/03/2016