დღეს საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
სხდომაზე დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრებმა ცვლილებები შეიტანეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2015 წლის 18 დეკემბრის №36 დადგენილებაში.
დამტკიცდა სოფლის მოსახლეობის კრებებზე შერჩეული პრიორიტეტები, რომლებიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდება.
დეპუტატებმა მოისმინეს ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ ანგარიში.
საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობით, 9 აპრილის ქ. N50 მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და ზედ მდგარი შენობა-ნაგებობების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით ა(ა)იპ ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა მესხეთის ქ. №43 მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილის გადაცემას საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირისათვის, სადაც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სკოლა გიმნაზია გაიხსნება.
დეპუტატებმა დაეთანხმნენ ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2371 კვმ მიწის ნაკვეთის უსასყიდლო აღნაგობის უფლებით ა(ა)იპ „ტურიზმის საერთაშორისო ცენტრისათვის” გადაცემას.
ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში, აშენდება ველო ბანაკი და ტერიტორიაზე განთავსდება ტურისტული კარავი.
საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბორჯომში ანატოლი მილჩენკოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე საფეხბურთო არბიტრის ანატოლი ლიმჩენკოს საპატივსაცემოდ აბრა მოეწყობა.
სხდომის ბოლოს დეპუტატები დაეთანხმნენ მოქალაქეებისათვის საჭირო სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსების საკითხს.
ბიუჯეტის კვარტალური შესრულების შესახებ ანგარიში
15/04/2016