ბიუროს სხდომაზე 2-5 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა

25/03/2019

ბიუროს სხდომაზე 2-5 აპრილის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა, სადაც განსახილველ საკითხებს ორი კანონპროექტი დაემატა. ეს არის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები.
ბიუროს წევრები ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს გაეცნენ, რომელთან დაკავშირებით სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განისაზღვრა.
სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კოლეგებს პარლამენტის წევრის ბექა ნაცვლიშვილის მიმართვა გააცნო, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, აგრარულ საკითხთა კომიტეტიდან გასვლისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.
ბიუროს წევრებმა ასევე განიხილეს პარლამენტის წევრის, რუსლან პოღოსიანის მიმართვა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტიდან გასვლისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ.
ირაკლი კობახიძემ ბიუროს წევრებს კიდევ რამდენიმე მიმართვა გააცნო, რომლის თანახმად, რამაზ ნიკოლაიშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, თამაზ ნავერიანი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში და მამუკა ჩიქოვანი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში გაწევრიანდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0