პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა. განსახილველ საკითხებს შორის არის წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონპროექტი ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
მიმდინარე კვირას დეპუტატები ასევე იმსჯელებენ: „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტი მეორე მოსმენით იმსჯელებს თავდაცვის კოდექსზე. სასესიო კვირის განმავლობაში დეპუტატები კენჭს უყრიან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის – „საქსტატის“ საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე პრემიერ-მინისტრისთვის თანხმობის მიცემის და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხებს.
პარლამენტში მიმდინარე კვირას რამდენიმე საკითხის რატიფიცირებაც იგეგმება
ბიუროს სხდომაზე მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განისაზღვრა
01/05/2023