ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს

08/08/2016

ქალაქ ფოთში ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ნიუმშენი” ახორციელებს.
შიდა საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარია გამოყოფილი.
ამ ეტაპზე სამუშაოები რუსთაველის რკალი N12 კორპუსში მიმდინარეობს ,რომელსაც ქალაქის მერი ,ირაკლი კაკულია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
ბინების შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0