ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში ბიზნესი არ აქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა კონფერენციაზე ”საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო” განაცხადა, არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინტერესისა, არ გააჩნია.
”არავითარი ინტერესი გარდა ქვეყნის ინეტერესისა, არ გამაჩნია. თანამდებობის ძიებაში მე არა ვარ, არც ბიზნესს ვაკეთებ საქართველოში და ამას მინდა, ხაზი გავუსვა. ჩემი როლი არ არის დღეს ბიზნესში პირადული, რადგან პირადი ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ მაქვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მანვე კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდთან არსებული პროექტები მზად არის ფასდაკლებით და შეღავათებით გადასცეს.
”თუ ნებისმიერი პროექტი დაგაინტერესებთ, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან კავშირშია, გადმოგცემთ ფასდაკლებით და შეღავათებით. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ პროექტებთან დაკავშირებით გახლავთ, რომ ტურისტული ბიზნესი და ეკონომიკა განვითარდეს. ჩემი ერთადერთი საზრუნავი გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით განვავითაროთ. ამისთვის გვჭირდება, ეს არჩევნები ჩავატაროთ ღირსეულად. ასეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომ სალაპარაკო არ გახდეს მთელ მსოფლიოში და რაიმე ხინჯი არ ახლდეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი ჩართულობის, საზოგადოების გაგების, სწორი ანალიზის, რომ სწორი არჩევნები გავაკეთოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.