ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბიზნესი ერთ-ერთ პრობლემად საპოლიციო გამოსახლების შეჩერებას ასახელებს. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, თუ რა დაასახელეს ბიზნესმენებმა მთავარ პრობლემად დღევანდელ ფორუმზე, სახელწოდებით “საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო”.
“საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებაზე გააკეთეს შენიშვნა, რომ ეს ძალიან აზარალებს ბიზნესს. გასაგებია, აქ, როგორც ჩანს, პოლიტიკური ნაბიჯები გადაიდგა. კიდევ ჰქონდათ მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით შენიშვნები, რაც ნაწილობრივ გავიზიარეთ, თუმცა ამას დრო სჭირდება. ქუმსიშვილმა კარგად უპასუხა”, – განაცხადა ივანიშვილმა.