თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ბევრეთისა და ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.
ადგილობრივების განცხადებით ამ ეტაპზე ისინი ქანობიანი სახურავის რეაბილიტაციასა და სადარბაზოს რემონტს საჭიროებენ .
ბექა ნაცვლიშვილმა დევნილ ოჯახებს პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა და განაცხადა, რომ ადგილობრივთა პრობლემის მოსაგვარებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება , რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.
ბექა ნაცვლიშვილი ბევრეთისა და ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
29/04/2016