ბესიკ ფარცვანიამ მიქავას გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

20/11/2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (6.1) კმ-ზე მანძილზე მიომდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს .
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.
პროექტი გარდამავალია და 2018 წლის ივნისში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0