ბესიკ ამირანაშ​ვილი მუზეუმების საერთაშ​ორისო დღესთან დაკავშირებით ვარძიაში გამართულ ღონის​ძიებას -„ღამე მუზეუმში“ დაეს​წრო

19/05/2019

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ისტორიულმა მუზეუმებმა მთელი დღის განმავლობაში ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლა. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში, ვიზიტორთა ცენტრი, ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა, სადაც მოეწყო ვირტუალური მუზეუმი შშმ პირებისათვის, კლდეში ნაქალაქების: ვარძიის, უფლისციხის და დავით გარეჯის ამსახველი ფოტომასალისა და არქიტექტურული ქვების გამოფენა, ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების კონცერტები. არქიტექტურული კომპლექსის ქვედა სივრცე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით მოღვაწე ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრებსა და აგრო-სამრეწველო დარგში ჩართული ფერმერების ნაწარმს დაეთმო.
მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილეებთან, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მესხური ტერასების განაშენიანების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა. მესხური ტერასების განაშენიანებას, საფუძველი ჩაეყარა მუნიციპალური განვითარების ფონდის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივად განხორციელებული პროექტის​ ფარგლებშ​ი.
„ღამე მუზეუმში“ პროგრამის მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებულმა გუნდმა. საღამო მომღერალმა სოფო ხალვაშმა, მის მუსიკალურ ბენდთან ერთად კონცერტით დაასრულა. ღონის​ძიებას მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანლი ნიკოლოზ ანთიძე, რწმუნებულის მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამა „ზრდას“ ორგანიზაციული და ფინანსური პარტნიორობის საფუძველზე გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0