სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა პირველ მოადგილე დავით ვარდიაშვილთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერ ირაკლი ლაზარაშვილთან ერთად სოფელ აწყურში კულტურის სახლის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, სრულად რეაბილიტირდა კულტურის სახლის დარბაზი, მოეწყო ახალი სცენა, განათება და ხმის ჩამხშობი სისტემა. ამასთან, დარბაზი აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ახალი დარბაზი 200-მდე მაყურებელზეა გათვლილი, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრის ჩატარება. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
ბესიკ ამირანაშვილმა, სოფელ აწყურში კულტურის სახლის რეაბილიტირებული დარბაზი დაათვალიერა
25/01/2024