ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

12/01/2023

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს და მოიწონეს სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში 2023 წელს მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. სხდომაზე შეაჯამეს 2022 წელს რეგიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები და განიხილეს 2023 წლის ამოცანები, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაციის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ , „განახლებული რეგიონების“ ახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს ეკონომიკური განვითარების გეგმებისა, საინვესტიციო პროექტების შესახებ. მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან უკვე დაფინანსებულია 42 პროექტი 23 675 398 ლარის ღირებულებით. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0