ბესიკ ამირანაშვილმა “თებეს”ბენეფიციალებს დამდეგი შობა მიულოცა

27/12/2019

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, სამხარეო და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები შშმ პირთა დღის ცენტრ “თებეს” ესტუმრნენ, ბენეფიციარებს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ცენტრის ბენეფიციარებმა სტუმრებისათვის საახალწლო ღონისძიება გამართეს, ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და ლექსები წაიკითხეს. მათ სადღესასწაულო განწყობაზე სანტამაც იზრუნა, რომელიც ცენტრს ამ დღისთვის ესტუმრა. აღსანიშნავია, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ცენტრის ბენეფიციარები საქართველოს 8 მუნიციპალიტეტს შორის პეინტბოლში გამართული შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ. თასი მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ გადასცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0