ბესიკ ამირანაშვილმა, დაბა ბაკურიანში შობა-ახალი წელი მოქალაქეებს მიულოცა

01/01/2020

დაბა ბაკურიანში შობა-ახალი წელი მოქალაქეებს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ მიულოცეს. ღონისძიების განმავლობაში ხელმძღვანელმა პირებმა შეკრებილ პატარებს საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს. გალა-კონცერტის დაწყებამდე ადგილზე შთამბეჭდავი ცეცხლოვანი შოუ გაიმართა, შემდეგ კი დამწრეთა საზეიმო განწყობაზე ჯგუფებმა „ფრანმა“ და „რეგიონმა“ იზრუნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0