სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაბა ბაკურიანს ესტუმრა. რწმუნებული ბაკურიანში ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ არსებულ პირობებს ადგილზე გაეცნო.
ბესიკ ამირანაშვილი კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა, მათი საჭიროებები და მუნიციპალური სამსახურების შეუფერხებელი მუშაობის საკითხები განიხილა. ტურისტული სეზონზე ბაკურიანში დამსვენებლების უსაფრთხო და კომფორტული პირობებისთვის მობილიზებულია სპეც-ტექნიკა, ინტენსიურად მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა გზების გაწმენდა. საჭიროების შემთხვევაში დაგეგმილია დამატებითი სპეცტექნიკის ჩართვა.
წელს დაბა ბაკურიანში განახლდა და მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განხორციელდა 4 ქუჩისა და 9 ჩიხის რეაბილიტაცია, დამატებით მოეწყო ავტომანქანების საპარკინგე ადგილები. დიდველთან მისასვლელად გაყვანილია ახალი ალტერნატიული გზა, რომელიც საცობებისგან განტვირთავს მთავარ გზას და ხელს შეუწყობს დამსვენებლის კომფორტულად გადაადგილებას. ასევე, განხორციელდა ბაკურიანი-ციხიჯვრის 8კმ გზის მშენებლობა. გრძელდება 3 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობა.
კურორტზე სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრულები, სამაშველო და სამედიცინო სამსახურები უზრუნველყოფენ.
ბესიკ ამირანაშვილმა ბაკურიანი სეზონის გახსნის შემდეგ მოინახულა
08/01/2019