ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

24/10/2023

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა. ბესიკ ამირანაშვილმა, მოადგილე დავით ვარდიაშვილსა და რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროს მარინა გაჩეჩილაძესთან ერთად სოფელ ტყემლანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები და სოფელ ჭვინთაში რეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა, ხოლო სოფელ ელიაწმინდაში ახლადგახსნილი მინი სტადიონი მოინახულა. სოფელ ტყემლანაში გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 079 960 ლარია. სოფელ ჭვინთის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დელეგირებულია და მისი ღირებულება
მილიონ ლარამდეა. სოფელ ელიაწმიდაში კი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ ახალციხის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილეები და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0