სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი იმ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.
ახალციხის ციხის ციტადელზე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდნენ. მათ წარმატებულ სტუდენტებს მიღწეული შედეგები მიულოცეს. შეხვედრის დასასრულს კი, წიგნები და მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.
წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 49 აბიტურიენტმა, სწავლა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაფინანსებით განაგრძო.
ბესიკ ამირანაშვილი წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა
10/09/2019