ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, არდაგანის გუბერნიაში იმყოფებოდა

28/02/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში, არდაგანის გუბერნიაში იმყოფებოდა. ვიზიტი არდაგანის გუბერნატორის მუსტაფა მასატლის მიწვევით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ბიზნესფორუმი. ქართულმა მხარემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც ყურადღება გამახვილდა სამცხე-ჯავახეთში საინვესტიციო პოტენციალის და ტრანსსასაზღვრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. პრეზენტაცია წარადგინა არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ჩეტინ დემირჩმაც, რომელიც არტაანის გუბერნიის ეკონომიკური პოტენციალს და საქართველოსთან ექსპორტ-იმპორტის მონაცემების ანალიზს შეეხებოდა. აგრეთვე მიმოიხილეს საინვესტიციო დარგებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით თურქეთის სახელმწიფოში არსებული შეღავათიანი რეგულაციები. მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც გააგრძელონ ორმხრივი თანამშრომლობა რეგიონების სავაჭრო-ეკონიმიკური და ტურისტული სფეროების განვითარების მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0