ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. მორიგი შეხვედრა ნინოწმინდის სოფლების მოსახლეობასთან შედგა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარ-დეპუტატი ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი მარინა გაჩეჩილაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ყველა სოფელში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის ჩართულობით და ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად გრძელდება.
ბესიკ ამირანაშვილი რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
06/11/2019