ბესიკ ამირანაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

29/09/2018

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. რაბათის ციხის ტერიტორია ერთი დღით „ევროსოფლად“ გადაიქცა და მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციული და გასართობი აქტივობები იმართებოდა. მოეწყო კულტურული წარმოდგენები, თამაშები და შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის პროგრამები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა შესაძლებლობას სთავაზობენ.
„ევროპის დღე საქართველოში“ ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ახალციხის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0