ბესიკ ამირანაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

06/12/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, დიდი ბრიტანეთის ელჩს ჯასტინ მაკენზ სმიტს შეხვდა. შეხვედრა „2019 წლის შემოდგომის დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის განსაკუთრებულ მეგობრობას აღნიშნავს. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე ესწრებოდნენ. დღესვე ბრიტანეთის ელჩმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0