ბესიკ ამირანაშვილი, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლს შეხვდა

23/06/2022

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და გაეროს ოფისს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, განიხილეს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებათა ეფექტურობა, ამასთანავე იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და ძირითად პრიორიტეტებზე. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სანია სელებიჩ-ლუკოვაცი და გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე დავით ლომიძე და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0