ბესიკ ამირანაშვილი ბუნების საკონსერვაციო შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო

12/04/2019

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ბუნების საკონსერვაციო შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიებას დაესწრო. ხელი მოეწერა 1 2000 000 ლარის ღირებულების პროექტს, რომელიც ბუნების მსოფლიო ფონდსა (WWf) და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების – ბოლაჯურის, ჩორჩანის, ზანავის, ხევაშენის, ფხეროს და კიკიბოს სათემო კავშირებს შორის გაფორმდა. პროექტის განხორციელება ბუნების კონსერვაციასთან ერთად, უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხშირ შემთხვევაში, მის გაუმჯობესებას. პროექტის მთავარი მიზანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეკოლოგიური კორიდორის ფარგლებში, მდგრადი მიწათ და ტყით სარგებლობის პრაქტიკის დანერგვა.
აღნიშნული პროგრამა საქართველოში ბუნების მსოფლიო ფონდის (WWf) კავკასიის ოფისის მიერ ხორციელდება, რომელიც ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს სომხეთისა და აზერბაიჯანის სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – იური ნოზაძე, ახალციხე- ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი – გიორგი კოპაძე, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული – ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მერი – ზაქარია ენდელაძე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საელჩოს და გერმანიის ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0