ბესიკ ამირანაშვილი ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების – მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდა

22/08/2019

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ბაკურიანისა და დაბა წაღვერის სოფლების – მზეთამზესა და ტიმოთესუბნის მოსახლეობას შეხვდნენ. მოსახლეობამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლებში არსებული მდგომარეობა და საჭიროებები გააცნო. სასმელი და სარწყავი წყლის სისტემა, გაზიფიცირება, გზების რეაბილიტაცია, საძოვრებისკენ მომავალი გზები, საშეშე მერქნით უზრუნველყოფა – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომლებზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ ისაუბრეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია და მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0