სამხე-ჯავახეთის გუბერნაატორი, ბესიკ ამიარანაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე ისაუბრეს. მხარეებმა ის ღონისძიებები განიხილეს, რომელიც ეკოსისტემის გაუმჯობესების მიზნით სამომავლოდ იგეგმება. აღნიშნული ღონისძიებები განხორციელდება როგორც მყარი ნარჩენების ეფექტურად მართვის კუთხით, ისე გარემოს გამწვანების მიმართულებით. მხარეები მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ბესიკ ამიარანაშვილი „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ წარმომადგენლებს შეხვდა
23/10/2018