ბესარიონ სიმონიშვილმა ქუთაისში დევნილ ოჯახებთან შეხვედრა გამართა

22/10/2021

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძესთან ერთად, ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, დევნილთა სააგენტო მძიმე პირობებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 800 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0