ბესარიონ სიმონიშვილი გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

19/02/2020

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე გლდანის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ.
ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს სააგენტოში არსებული პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოს დირექტორი იძულებით გადაადგილებული ოჯახების პრობლემებსაც გაეცნო და მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა. დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროექტებიც გააცნეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0