ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორის საქართველოს საელჩოს მანქანაც არის

Wednesday June 29th, 2016

Sorry, this entry is only available in Georgian. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბერლინში რამდენიმე დიპლომატიური ავტომანქანა დაწვეს, რომელთა შორის საქართველოს საელჩოს ავტომანქანაცაა. ამის შესახებ ინფორმაცია prof-news-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

”გუშინ ბერლინში, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე ავტომანქანის დაწვის ფაქტს, რომელთა შორისაც აღმოჩნდა საქართველოს საელჩოს მანქანა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გარკვეული ჯგუფი ასეთ ფაქტს ჩადის. ველოდებით გამოძიების შედეგებს”, – განაცხადეს საგარეო უწყებაში.
prof-news-ის ინფორმაციით, დიპლომატიურ ავტომანქანებს შორის, რომელიც ბერლინში დაწვეს, ერთ-ერთი ასევე საფრანგეთის საელჩოს მანქანაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0